მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

დღეს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III, საზეიმო საღვთო ლიტურგია აღავლინა.
ღვთისმსახურებას სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ესწრებოდნენ, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობისა და ტაძრის დღესასწაული მიულოცა. ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერებით გაიხსენა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მღვდელმთავრობის წლები და აღნიშნა:
„ბევრი რამ ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით, იმ დიდი წმინდანების მოხსენიებითა და შესწავლით, რომლებიც იღვწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში, მაგრამ მთავარი – ეს არის სამეგრელოს ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია შეიცნო ქართული სული და ჩვენი კულტურა“, – აღნიშნა ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქმა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content