დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლ – ,,ქართული ხმების’’ ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა.
ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.