დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან – ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტის მერს გასული კვირის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს, ასევე ისაუბრეს ამ ეტაპზე მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე.