სენაკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის განახლების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ოთარ ღლონტი, მერის პირველი მოადგილე ბადრი ქუთელია და კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტი წყალმომარაგების სისტემის სრულ განახლებას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება, რის შემდეგაც ქალაქის მოსახლეობა უწყვეტი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.