მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

18 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

სენაკში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
რუსეთის სამხედრო აგრესია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებით მძიმედ სენაკს შეეხო. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზისა და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე – მეირა ინჯგია, ჯონი ქარდავა და როლანდ ქარდავა. ცხინვალის მისადგომებთან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, გმირულად დაეცნენ მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები – თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია.
დღეს, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავამ, მათმა მოადგილეებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის სახლის მიმდებარე ამფითეატრში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ჩართულობით, აგვისტოს ტრაგიკული დღეებისადმი მიძღვნილი თემატურ-დოკუმენტური ღონისძიება – „ცრემლიანი მარიამობისთვე“ გაიმართება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content