მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის სახლის მიმდებარე ამფითეატრში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ტრაგიკული დღეებისადმი მიძღვნილი თემატურ-დოკუმენტური ღონისძიება – „ცრემლიანი მარიამობისთვე“ გაიმართა.
ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ჩართულობით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე დღეები, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.