სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ბენდ „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ მუსიკალურ საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, ადგილობრივი და თვითმმართველობისა წარმომადგენლები დაესწრნენ.
კვირეული დღეს საღამოს ფერების ფესტივალითა და DJ-ის კონცერტით საზეიმოდ დაიხურება.