დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ფერების ფესტივალითა და დიჯეის შოუ-პროგრამით საზეიმოდ დაიხურა.
კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
დასკვნით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია სენაკელ ახალგაზრდებთან ერთად დაესწრო.