სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, რემა შელეგიას ქუჩაზე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 183 915 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია 29 ობიექტზე მიმდინარეობს.
აღნიშნული მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში წლების შემდეგ პირველად ხორციელდება. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დატბორვის საფრთხეების პრევენციას, გააუმჯობესებს სანიაღვრე ინფრასტრუქტურას და შეამცირებს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის რისკებს.