სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.
ათწლეულების შემდეგ პირველად, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, 228 გრძივ მეტრზე, ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
პროექტის ღირებულება 97 330 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ხორციელდება:
– მერაბ კოსტავას ქუჩაზე;
– მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩაზე;
– აკაკი წერეთლის ქუჩაზე – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე;
– დავით ვაჰანიას ქუჩაზე;
შოთა რუსთაველის ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;
– არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე – ცოტნე დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე;
– ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე;
– ცოტნე დადიანის ქუჩაზე;
– ივანე მაჩაბლის ქუჩაზე;
– ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე;
– ექვთიმე თაყაიშვილისა და აგარაკის ქუჩების ზედა მონაკვეთებზე;
– სიმონ ჩიქოვანისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე;
– წმინდა ნინოს ქუჩის ზედა მონაკვეთზე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც:
– ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემის I ქუჩის მე-3 ჩიხში;
– მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საგუდავოს უბანში;
– გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის სათურქიოს უბანში;
– ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზანის მე-7 ქუჩის მე-2 ჩიხში;
– ზანა-საშურღაიოს უბანში;
– სატყებუჩავოსა და სააფაქიოს გზაზე;
– თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში.