მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სხივის ქუჩაზე, დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ღირებულება 26 356 ლარს შეადგენს.
პარალელურად, დასრულების ფაზაშია ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეგოგიესა და ლეკირცხალიეს საუბნო გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია.
ასევე, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებეღათურეს უბანში მიმდინარეობს ხიდის სათავისების სარეაბილიტაციო სამუშაოები.