მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის ზარი 345 პირველკლასელისთვის დაირეკა.
საჯარო სკოლების 253 პირველკლასელს ნეთბუქები გადაეცა, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლემ სახელმძღვანელოების სრული პაკეტი მიიღო.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ მიულოცა და მათ წარმატებული, საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.