დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო.
ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სისტემა მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.
დასრულებულია ოთხი სააღმზრდელო დაწესებულების – ქალაქ სენაკის N3 ბაგა-ბაღის, ძველი სენაკის N1, ფოცხოს N2 და ლეძაძამეს საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური პროექტები.
აღნიშნულ ბაღებში უკვე მიმდინარეობს ახალი ავეჯისა და საჭირო ინვენტარის შეტანა. წლის ბოლომდე ოთხივე დაწესებულება სრულად აღიჭურვება.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან გაერთიანების საბავშვო ბაღებში ასევე დაინერგა ახალი, შესაბამის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი კვების მენიუ.