სენაკის სპორტსკოლის კალათბურთის დარბაზს ახალი სპორტული ინვენტარი გადაეცა, რაც ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ინვენტარის საჭიროების საკითხი სენაკელმა ახალგაზრდებმა ვარლამ ლიპარტელიანთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს დააყენეს. კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, სპორტსკოლისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოკლე დროში მოხერხდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა, გაეცნო მათ საჭიროებებს და მათთან სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ სპორტული შესაძლებლობების განვითარებასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.