მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სენაკში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ეკლესიაში გამართულ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად აღევლინა.
27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ამ დღეს პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content