მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოვება

სენაკის მუნიციპალიტეტში მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგი დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, პროფესიული დამსახურებისთვის ჯილდოები პედაგოგებს მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გადასცა.
დაჯილდოვდნენ:
* მალხაზ შამათავა, ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი;
* მარინე ჯიმშელეიშვილი, ლეძაძამის საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
* ლიანა ახალაია, გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის №1 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
* დარეჯან ხურცილავა, გიორგი ჭალადიდელის სახელობის ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
* ნაირა ბერულავა, ნოქალაქევის საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი.
დაჯილდოებულ პედაგოგებს მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და განათლების სფეროსადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ელისო შურღაიამ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პედაგოგთა ღვაწლის დაფასების მნიშვნელობაზე, მასწავლებლის პროფესიის საზოგადოებრივ როლსა და იმ ფასეულ წვლილზე, რომელიც მათ არაერთი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეაქვთ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
დაჯილდოების ცერემონიას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით წარმოდგენილი მუსიკალურ-მხატვრული პროგრამა ამშვენებდა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content