ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია გაეცნო. ამ ეტაპზე, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი იგება, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 738 000 ლარია.
ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარე წელს 24 პროექტი განხორციელდება, რომელთა ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი მიმდინარე.
სენაკის მერის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ქალაქის ქუჩების სრულ მოწესრიგებამდე ეტაპობრივად გაგრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გაეცნენ.