ვახტანგ გადელია: ,,იმ ქუჩებზე, სადაც წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია, დაიწყება აღდგენითი პროცესი. 11 ქუჩაზე ჩვენ დავგეგმეთ ასფალტირების სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
რაც შეეხება იმ მონაკვეთებს, სადაც ამჟამად წყალომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, დასრულებისთანავე დავიწყებთ სრულ რეაბილიტაციას.
არცერთი ქუჩისა და უბნის გზა არ დარჩება რეაბილიტაციის გარეშე, რომელიც წყალმომარაგების მიწისქვეშა კომუნიკაციების განხორციელების დროს დაზიანდა.”