მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერი კონფერენციას დაესწრო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრნენ.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გადელიამ აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
,,შექმნის დღიდან, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კულტურულ, ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში. ჩვენთვის ახალგაზრდების ხედვები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას ახალგაზრდების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ვახტანგ გადელიამ.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობა გასულ წელს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, შეიქმნა და 200-ზე მეტ სენაკელ ახალგაზრდას აერთიანებს.
კონფერენციაზე ახალგაზრდებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. აღინიშნა, რომ შექმნიდან დღემდე წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო 70-მდე თემატურ აქტივობაში. წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა ევროსაბჭოს მოდელირებული სხდომები, საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, მარათონები და შეხვედრები მუნიციპალიტეტში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილ წარმომადგენლებთან.
კონფერენციას ასევე დაესწრნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ეპარქიის სასულიერო პირები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content