სტიქიის სალიკვიდაციო პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან და საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახიასთან ერთად, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეცნო.
სოფელ შრომისკარში რეაბილიტაცია უტარდება სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდბოგირს. პროექტის ღირებულება 7 953 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე ხორციელდება საკუჭავოს და საადამიოს უბნებში; ქალაქში – იუსტიციის სახლის მიმდებარედ.
მიმდინარე სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვის ბოლოს იგეგმება.