სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.
27 ივნისს, უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.