დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან – ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან მორიგი თათბირი გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე, სენაკის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებაზე იმსჯელეს.
მერიის სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ყოველკვირეული ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ, ასევე ისაუბრეს, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.