დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრმა მაყურებელს სპექტაკლი – „იქაური აქაურები“ წარუდგინა.
სპექტაკლი ოთხი ემიგრანტის მხიარულ და ემოციურ ისტორიას აერთიანებს. მაყურებლის წინაშე მსახიობები ნიკოლოზ არაბიძე, ვასკა გრიგალაშვილი, რატი ტვილდიანი და ილია ზარდიაშვილი წარდგნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.