სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის სათურქიოს უბანში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 540 422 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, მათი მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პარალელურად, გზების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ სენაკში – ქურდოვანიძისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე, ასევე ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემსა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საგუდაოს უბანში.