სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გრძელდება.
დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა, დავით კლდიაშვილის გენიალური ტრაგიკომედია – ,,დარისპანის გასაჭირი ‘’ წარმოადგინა.
ამავე დღეს, ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრი ათენში, ერლომ ახვლედიანის მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით – ,,ვანო და ნიკო’’ – წარსდგა
ფესტივალის მესამე დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლი ,,ციცინათელების სასაფლაო’’ გამართა.