16 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება.
სამედიცინო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი – 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
– მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის;
– პროსტატის კიბოს სკრინინგი – 50-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის მამაკაცებისთვის;
– C და B ჰეპატიტის, აივ/ინფექცია შიდსის სკრინინგული კვლევა.
მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქუჩა №108 (სამშობიარო სახლის მიმდებარე ტერიტორია).
აქციაში მონაწილეობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: +995 579 24 95 34.