სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს ნატალია ხუბუასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს – თომას ვრუბალსა და სალომეა გუჩმაზაშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა SPECS 2030-ის ინიციატივის ფარგლებში სკოლებში მხედველობისა და სმენის სკრინინგის პროგრამის განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში შეფასდა მუნიციპალიტეტის როლი და მზაობა სკოლებში სკრინინგის პროგრამის გაფართოების პროცესში, გაანალიზდა არსებული პრაქტიკა და მხედველობის სკრინინგის წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, სმენის სკრინინგის დანერგვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სენაკის მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებული მხედველობის სკრინინგის პროგრამის შედეგები, ასევე თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პირველადი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობის მექანიზმები იყო. შეხვედრაზე გამოიკვეთა პროგრამის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებები და განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ჩართულობის მომდევნო ეტაპები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში სკრინინგის პროგრამის გაფართოებას, პრევენციული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას.