სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე, არაერთ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანდა და მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეექმნა.
იქ, სადაც წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, ქალაქ სენაკში, 3 832 გრძივი მეტრის გზის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი ეწყობა.
სამუშაოები მიმდინარეობს:
• მერაბ კოსტავას ქუჩაზე;
• მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩაზე;
• აკაკი წერეთლის ქუჩაზე (რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე);
• ცოტნე დადიანის ქუჩაზე;
• წმინდა ნინოს ქუჩის ზედა მონაკვეთზე;
• დავით ვაჰანიას ქუჩაზე;
უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება:
• შოთა რუსთაველის ქუჩაზე (მერაბ კოსტავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);
• არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე (ცოტნე დადიანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე);
• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე;
• ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე.
10 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 2 015 046 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო გარემო.