მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მუნიციპალიტეტში მოქმედი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები ორიენტირებულია სოციალური რისკების პრევენციაზე, კრიზისულ სიტუაციებზე დროულ რეაგირებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერაზე.
2026 წლის იანვრიდან დღემდე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში, 1 279 564 ლარი დაიხარჯა და სხვადასხვა სახის მხარდაჭერით 5 927-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მათ შორის:
* ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით დაიხარჯა 542 031 ლარი;
* სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით – 737 533 ლარი.
მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში:
* ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებაზე დაიხარჯა 276 258 ლარი. პროგრამით ისარგებლა 680-მა ბენეფიციარმა;
* მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 61 532 ლარი და დახმარება მიიღო 657-მა ბენეფიციარმა;
* მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამაზე დაიხარჯა 223 705 ლარი. პროგრამით 222 ბენეფიციარი სარგებლობს;
* მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში დაიხარჯა 111 450 ლარი და დახმარება მიიღო 368-მა მოზარდმა;
* ბავშვზე ზრუნვის პროგრამით დახმარება გაეწია 13 ბავშვს. პროგრამის ხარჯმა 6 531 ლარი შეადგინა;
* კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამის ფარგლებში 28 ოჯახს გაეწია დახმარება. პროგრამის ხარჯმა 7 800 ლარი შეადგინა;
* აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო 46-მა მოზარდმა, რისთვისაც 79 450 ლარი დაიხარჯა;
* ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამით 3 მოქალაქეს, ჯამში, 12 000 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია;
* სოციალური ადაპტაციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების პროგრამით 27 ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამის ხარჯმა 44 400 ლარი შეადგინა;
* შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 142 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც 55 000 ლარი დაიხარჯა;
* სოციალური ღონისძიებების პროგრამით 328 მოქალაქემ ისარგებლა. პროგრამის ხარჯმა 35 700 ლარი შეადგინა;
* თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში 15 ბენეფიციარს გაეწია მხარდაჭერა. პროგრამის ხარჯმა 32 200 ლარი შეადგინა;
* დღის ცენტრ „ლაზარე-2015“-ის თანადაფინანსების პროგრამით 15 მოზარდი სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში 4 166 ლარი დაიხარჯა;
* პროექტის „საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ფარგლებში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდა 273 მოქალაქეს, ხოლო 20 სოციალურად დაუცველ, მარტოხელა ხანდაზმულს რამდენიმე ეტაპად გადაეცა სასურსათო ამანათი;
* პროექტი „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნასა და შინ მოვლის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მომსახურებას 20 ხანდაზმული მოქალაქე და შშმ პირი იღებს. პროგრამის ხარჯმა 45 000 ლარი შეადგინა;
* პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამით 13 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში გაწეულმა ხარჯმა 55 567 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელებას, არსებული სერვისების განვითარებასა და მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content