20 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გიორგი ჭანტურიას რეჟისორობით დადგმული ორი სპექტაკლი გაიმართება
16:00 საათზე მაყურებელი იხილავს აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „გამზრდელი“, ხოლო 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილების“ მიხედვით დადგმული ორმოქმედებიანი კომედია „ჩამოსულები“.