სენაკში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ახალგაზრდობის ხეივანში მუსიკალური საღამო გაიმართა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე ნანა ზარანდია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ელისო შურღაია დაესწრნენ.
მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი შემსრულებლები – მაგდა ნიკოლეიშვილი, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, თემურ თათარაშვილი, „რანინა“ და „გულბანი“ წარდგნენ.
მუსიკალურმა საღამომ ახალგაზრდობის ხეივანში შეკრებილ მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.