სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში მიმდინარე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 3 200 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარი მოეწყობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს.
პროექტის ღირებულება 705 950 ლარს შეადგენს.