სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
მერმა ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცა, ნინი ჯახუასა და თამარ ხუბუას კი 2026 წლის 16-17 ივლისს გამართულ ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში მიღწეული წარმატებისა და სენაკის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა განათლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, მომავალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნა, მათი ინიციატივების წახალისება და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და ახალგაზრდული საბჭოს კოორდინატორი გვანცა მალანია.