ბელაია-ცერკოვი – საოლქო მნიშვნელობის ქალაქი უკრაინაში, კიევის ოლქში, ბელაია-ცერკოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კიევიდან 80 კილომეტრში, მდინარე როსზე. მისი ფართობია 34.77 კმ2. 2015 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 211,100, ხოლო სიმჭიდროვე 6,100 კმ2-ია.
ქალაქი დააარსა კიევის მთავარმა იაროსლავ ბრძენმა 1032 წელს.
ქალაქ სენაკისა და ბელაია ცერკოვის დაძმობილების თარიღი – 25.10.1996
რაკვერე – ქალაქი ჩრდილოეთ ესტონეთში. ლიაენე-ვირუმაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ფინეთის ყურიდან დაშორებულია 20 კმ-ით. მისი ფართობია 10.64 კმ2. 2017 წლის მონაცემებით მოსახლეობა შედგენს 15,737, ხოლო სიმჭიდროვე – 1,500 კმ2 .
ქალაქ სენაკსა და რაკვერეს დაძმობილების თარიღი – 1978