დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდიდან სტადიონამდე მიმავალი გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პირველად ხორციელდება.
პროექტის დასრულების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ათწლეულების მანძილზე მდგარი პრობლემა გადაიჭრება.
სამუშაოების ღირებულება 513 571 ლარს შეადგენს და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.