დღეს, სამეგრელო ზემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბექა ბექაიამ და ფედერაციის წარმომადგენლებმა, სენაკის სასპორტო გაერთიანების კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელ-მასწავლებლებსა და კალათბურთელებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს, სიგელები და სპორტული ეკიპირება გადასცეს.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ სენაკის სპორტის ისტორიაში, პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და A ლიგის შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება.