სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული საბჭოს წევრობაზე განაცხადების მიღება დაიწყო!
თუ ხარ 14-დან 29 წლამდე და იცნობ ადგილობრივი ახალგაზრდების პრობლემებს, გაქვს სურვილი აქტიურად ჩაერთო მათ მოგვარებაში, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ითანამშრომლო ადგილობრივ თვითმართველობასთან და განახორციელო სათემო ინიციატივები, გაიუმჯობესო პიროვნული /პროფესული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები, გახდე საგანმანათლებლო პროგრამების თუ სასწავლო ვიზიტების მონაწილე, გამოიყენე ეს შესაძლებლობა და გახდი სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა – 2023 წლის 31 მაისი, 18:00 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა: https://forms.gle/xjW7iADyg8wJmgXE6
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: გვანცა მალანიას – 598 40 25 75, ნანა საჯაიას – 598 26 75 67
გისურვებთ წარმატებებს!