სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5 000 ლარამდე დაფინანსება.
საკონკურსო პროექტების სამიზნე აუდიტორიაა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის და სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თვითმმართველობებისთვის (სკოლის დირექციის მეშვეობით), საპროექტო განაცხადის წარდგენის ვადაა – 15 სექტემბერი.
დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.
კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი თემატიკის პროექტები:
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
გენდერული თანასწორობის მიღწევა;
მრეწველობა და ინოვაცია;
ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა;
ფოტო- მედია ხელოვნების პოპულარიზაცია;
ტურიზმის ხელშეწყობა;
დედამიწის ეკოსისტემის დაცვა;
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისთვის;
მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბება ( მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა).
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
განცხადება;
საინიციატივო/საპროექტო განაცხადი – ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, შევსებული სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმები – დანართის შესაბამისად;
სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს ინიციატივის დაფინანსების საჭიროებას (არსებობის შემთხვევაში);
განმცხადებლის ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი/საიდენფიკაციო კოდი;
ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები.
წარმოდგენილი ინიციატივის/პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არანაკლებ 1 000 (ათასი) და არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, ერთჯერადად.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე- senakismeria@gmail.com ან მაყტერიალური სახით დაარეგისტრირონ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში – ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმები იხილეთ ბმულზე:👇
პროექტების განაცხადის ფორმა
ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების წესი
#გამოიყენეშესაძლებლობადამიიღედაფინასნება
#სენაკისმერიაახალგაზრდებისთვის