მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, სახელისუფლებო გუნდის და ზოგადად, მუნიციპალიტეტების საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
სენაკის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, დახმარება 3 000 -მდე მოქალაქეს გაეწია.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე, მიმდინარე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, ,,მაესტრო რეგიონების” პირდაპირ ეთერში ისაუბრა