რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, 1 აგვისტოს, სტარტს უკვე მეოთხედ, სენაკში აიღებს.
1 აგვისტო. 19:00 საათი – ფესტივალის სენაკურ დღეებს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, პრემიერით ,,რომეო და ჯულიეტა“ გახსნის;
2 აგვისტო. 17:00 საათი – დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ცნობილი რეჟისორი, დიმიტრი ტროიანოვსკი, მასტერკლასს – ,,მაკბეტი ახლა“ ჩაატარებს;
2 აგვისტო. 20:00 საათი – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრალური დასის სპექტაკლს ,,ოტელო“ უმასპინძლებს;
3 აგვისტო. 17: 00 საათი – ფესტივალის მესამე დღეს, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, მანანა ანასაშვილი მასტერკლასს – ,,პირველი ფოლიოს შექმნის ისტორია“, ,,რობერტ სტურუა – რამდენიმე ეპიზოდი რეჟისორის ცხოვრებიდან“ – ჩაატარებს;
3 აგვისტო. 20:00 საათი – ფესტივალის სენაკურ დღეებს, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ირანული დასის სპექტაკლი ,,კორიოლანუსი“ დაასრულებს.
რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი, 7 აგვისტოს, ფოთში დაიხურება.
საფესტივალო პროგრამა უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს 400 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალის მხარდამჭერებია: სენაკის და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიები.