სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეს, ანასტასია ჯანაშიას, ამავე სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულს, ლიზი გვაძაბიას, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულებს – ანა შამათავას და ნინი ქათამაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ანასტასია ჯანაშიამ, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგსა და გერმანიის ქალაქ შტუდგარდში გამართულ გაეროს პროექტში – ,,ლიდერი ახალგაზრდებისთვის.”
ამავე სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული, ლიზი გვაძაბია, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა უნგრეთში, Pecs უნივერსიტეტში (University of pecs), არქიტექტურის -არქიტექტურული ინჟინერიის მიმართულებით;
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა, ანა შამათავამ და ნინი ქათამაძემ, პირველი ადგილი დაიკავეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – ,,ბავშვები თანასწორობისთვის“. მათმა პროექტმა, 80 პროექტს შორის მოიპოვა გამარჯვება და მიმდინარე წლის ოქტომბერში, ისინი ბელგიაში – ბრიუსელსა და ბრიუგეში გაემგზავრებიან.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, წარმატებულ მოსწავლეებს, წამახალისებელი ფულადი ჯილდოები გადასცა.
ფულადი ჯილდოები ასევე გადაეცათ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს: ნანა ჩიტაიას, მარიამ ანთიას და გიორგი შამათავას, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) და პროგრამის გამარჯვებული მონაწილის სტატუსი მოიპოვეს. ისინი უკვე გაემგზავრნენ აშშ-ში სასწავლებლად.