სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წინსვლა აბსოლუტურად ყველა სფეროში შესამჩნევია. ამ სიტყვების უტყუარობას არა მხოლოდ ციფრები, არამედ – ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის კონკრეტული შედეგებიც მოწმობენ.
სოციალური პროგრამებით და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორების განვითარებით და ხელმისაწვდომობით, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული გუნდური მუშაობით – ყველა სფეროში მნიშვნელოვანი შედეგებია.
წინ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე და პროექტია.
,,გაიგე, რა გაკეთდა შენს ქალაქში“ – ფარგლებში, მნიშვნელოვანი საგზაო ინსტრასტრუქტურული პროექტის შესახებ:
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას, წლების მანძილზე, გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოწესრიგდა.
პროექტი, ღირებულებით – 800 519 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაიგო 47 კილომეტრი ახალი გზა;
2024 წელს დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მოწყობა.