სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, აქტივობა – ,,სტუმარი – მკითხველის სტატუსით” მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, საყვარელ ზღაპრებს აღსაზრდელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკითხავენ.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად ნოსირის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ბაღში არსებულ მდგომარეობას, საჭიროებებს გაეცნო და ჩაერთო სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების პროექტში – ,,სტუმარი – მკითხველის სტატუსით”.
პროექტი თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.