საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, სენაკელ კალათბურთელებს, საჩუქრად, საინფორმაციო დაფა (ტაბლო) და საჭირო ინვენტარი გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და დაგეგმილ პროექტებს.