7 მარტს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა.
გმირის მშობლიურ ქალაქში, ამ თარიღის აღსანიშნავად, კომპლექსური ღონისძიებები დღეს დაიწყო და 7 მარტს დასრულდება:
7 მარტი. 12:00 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″ –
ჟიული შარტავას მუზეუმი;
13:30 საათი – მხატვრული კომპოზიცია – ეროვნული გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით – დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზი;
15:00 საათი – საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურაბ გაბისკირიას და ნოდარ კანკიას ბიუსტების შემკობა;
15:00 საათი – ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია საჭადრაკო ტურნირი – მიხეილ ქურდოვანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბი;
15:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი – იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი;
16:00 საათი – ფოტო-გამოფენა: ჟიული 80 – სახვითი ხელოვნების გალერეა;
16:30 საათი – სპექტაკლი: ,,დაბადების დღე” – ქალაქ რუსთავის სახელმწიფო აკადემიური თეატრალური დასის მონაწილეობით – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.