მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჟიული შარტავა 80

საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გმირის მშობლიურ ქალაქში, კომპლექსური ღონისძიებები 5 მარტს დაიწყო და 7 მარტს დასრულდება.
სენაკის საჯარო ბიბლიოთეკაში, ჟიული შარტავას ხსოვნას მიეძღვნა თემატური საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
№7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია, ღონისძიებაზე ისაუბრეს ჟიულის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის გმირულ თავგანწირვაზე.
კვირეულის ფარგლებში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლებში, გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა.
სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა ჟიულისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს მთელი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
დღეს, გალერეის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის №1 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები;
აქვე გაიმართა თათია ნანობაშვილის დოკუმენტური ფილმის – ,,ორივე მხარეს საქართველოა’’ ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ, ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია.
ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული, 7 მარტს, გმირის დაბადების დღეს, დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მარტი 2024
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content