14 ივნისს, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ახორციელებს:
სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსებას;
მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსებას (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია);
მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსებას;
შშმ პირები, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურად უზრუნველყოფილი არიან საკვებით;
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამას;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარებას, რომლის სამიზნე ჯგუფია – დაუნის სინდრომის, ცერებრული დამბლის, აუტიზმის, მხედველობის პრობლემის მქონე, სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/ თანადაფინანსებას:
კერძოდ – დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე-2015“ თანადაფინანსების პროგრმას;
მარტოხელა და მარტო მცხოვრები შშმ პირებისათვის შინმომსახურების სერვისის მიწოდებას;
მიმდინარე წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 370 100 ლარის ფარგლებში, დახმარება გაეწია და მომსახურება მიიღო 1 025 შშმ პირმა.
#ერთმანეთისთვის
#შეზღუდულიშესაძლებლობიარარსებობს