სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან და მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრების, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებული დეტალურად გაეცნო მუნიციპალურ აიპებში არსებულ მდგომარებას, მიიღო ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის, მათ მიერ მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო არსებულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებზეც შეხვედრებზევე ისაუბრა.
სახელისუფლო გუნდის ინიციატივით, უკვე წლებია, სენაკის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი.
ცენტრის 225 ბენეფიციარი, ყოველდღიურად, უზრუნველყოფილია საკვებით; საჭიროების შემთხვევაში კი – უფასო სამედიცინო მომსახურებით. მათ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად გადასცემს საახალწლო, საშობაო და სააღდგომო ნობათებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე გამართა მოქალაქეებთან მიღება, სამუშაო შეხვედრა – მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუნიციპალური აიპების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების წარმომადგენლებს.