სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, #მდგრადი_ენერგეტიკის_დღე – #EUSEW 2024 #აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სწავლების პედაგოგებთან და სტუდენტებთან, შეხვედრა-სემინარი გაიმართა.
მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტმა, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ, #მერების_შეთანხმების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში დანერგილი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ შესახებ ისაუბრა.
ნაჩვენები იქნა დოკუმეტური ფილმები – სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.
გაიმართა დისკუსია – ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც კულტურის და ახალგაზრდობის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი, გვანცა მალანია უძღვებოდა.
დღე, აგრარული პროფილის საწარმოში –
შპს.„ZANAGRO”, სასწავლო ვიზიტით დასრულდა.
საწარმოს მენეჯერმა, ლევან ჩილაჩავამ, აგრონომმა, ბექა ბოკუჩავამ და კონსულტანტმა, ედუარდ კვირიკაძემ, სტუდენტებს გააცნეს მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ტექნოლოგიები მზის ენერგიის გამოყენებით; საწარმოში დამონტაჟებული მზის ფოტოელექტრული სადგური, ენერგიების და ფინანსური რესურსების დაზოგვით, უზრუნველყოფს.