მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

რეგიონული თეატრების ფესტივალი, ფოთში, საზეიმოდ დაიხურა

რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი, 1 აგვისტოს, ქალაქ ფოთში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების – ნეკა სებისკვერაძის და დავით ნოზაძის ვარსკვლავური დუეტის კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით, საზეიმოდ დაიხურა.
დასკვნით საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, თეატრალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
თეატრალური ფესტივალის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ, მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის, სენაკისა და ფოთის მერებს მადლობა გადაუხადა და თეატრალური ფესტივალის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და ქალაქ ფოთის მუმიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე დააჯილდოვა.
სიმბოლურია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, ბოლო წლებია, სტარტს სენაკიდან იღებს.
ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების, დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსის” დასებს უმასპინძლა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2024
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content